რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მუსლიმებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამო მკურნალობა სჭირდება.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„რა პრობლემა აქვს მუსლიმებთან და ისლამთან მაკრონს? მას ფსიქიკურ დონეზე სჭირდება მკურნალობა. სხვა რა უნდა ვთქვათ ქვეყნის მეთაურზე, რომელსაც რელიგიის თავისფულება არ ესმის და რომელიც ასე ექცევა განსხვავებული აღმსარებლობის მქონე მილიონობით ადამიანს, რომელიც მის ქვეყანაში ცხოვრობს?“, – განაცხადა ერდოღანმა.
„როიტერი“ წერს, რომ ამით თურქეთის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მაკრონმა ისლამური სეპარატიზმის წინააღდეგ ბრძოლის პირობა დადო.