რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგია, რომელიც ისრაელს მხარს უჭერს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგია, რომელიც ისრაელს მხარს უჭერს

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგია, რომელიც ისრაელს მხარს უჭერს.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ისრაელი პალესტინის წინააღმდეგ ტერორისტულ საქმიანობაშია ჩართული.

თურქეთის ლიდერმა ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, უპასუხოდ არ დატოვონ პალესტინაში ისრაელის მიერ განხორციელებული აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ერდოღანი ამბობს, საფრთხე მათ ღირებულებებსაც დაემუქრება.

ერდოღანი ასე გამოეხმაურა 26 ივლისს ისრაელელი სამხედროების მიერ პალესტინელის მკვლელობას, რომელიც ღაზის სექტორთან გამართულ აქციებში მონაწილეობდა.