თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 10 და 11 ნოემბერს საფრანგეთს ესტუმრება. მედიასაშუალება Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრება.
ამასთან ერთად, თურქეთის პირველი პირი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირ დონალდ ტრამპთან, რომელიც ასევე დაესწრება მემორიალურ ღონისძიებას.
11 ნოემბერს, პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიება იგეგმება. მასში მონაწილეობას რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მიიღებს.