რეგულაციების დარღვევის გამო, გერმანიაში პოლიციამ ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები დააჯარიმა
რეგულაციების დარღვევის გამო, გერმანიაში პოლიციამ ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები დააჯარიმა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ინციდენტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ქალაქ ჰერფორდში მოხდა. პოლიციის ცნობით, 100-ზე მეტ ადამიანს ჯარიმა მასობრივი შეკრების აკრძალვის შესახებ წესის დარღვევისა და სოციალური დისტანციის უგულველყოფის გამო გამოუწერეს.
სამართალდამცველების ცნობით, ტაძარში მყოფ პირებს პირბადე არ ეკეთათ და საგალობელს ასრულებდნენ, რაც ასევე აკრძალულია, რადგან ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ დროს ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ შეკრების ორგანიზატორებს უფრო მკაცრი სანქციები დაეკისრებათ.
გერმანიაში მოქმედი კანონით, ეკლესიაში 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება დაუშვებელია.