რეგლამენტის დარღვევისთვის „ვოლფსბურგი“ გერმანიის თასიდან გარიცხეს #1TVSPORT
პირველი ბუნდესლიგის ბინადარი „ვოლფსბურგი“ გერმანიის თასიდან გარიცხეს იმის მიუხედავად, რომ ტურნირის პირველ რაუნდში ქვედალიგელი „მიუნსტერი“ 3:1 დაამარცხა.
დამატებითი დროის მსვლელობისას, „ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვან ბომელმა მეექვსე შეცვლა განახორციელა, არადა, რეგლამენტით გერმანიის თასზე ხუთი შეცვლაა დაშვებული.
„იმედგაცრუებულნი ვართ. სხვა შედეგს ვიმედოვნებდით. არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და განვიხილავთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას“, – განაცხადა „ვოლფსბურგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ შუმახერმა.