ჩაკვეტაძის გარეშე - „ჰამბურგმა“ ბერლინში „ჰერტა“ დაამარცხა და ბუნდესლიგას მიუახლოვდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძის გარეშე - „ჰამბურგმა“ ბერლინში „ჰერტა“ დაამარცხა და ბუნდესლიგას მიუახლოვდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგი“ ახლოსაა, რომ დიდი პაუზის შემდეგ მთავარ გერმანულ ლიგაში, ბუნდესლიგაში დაბრუნდეს.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. „ჰამბურგის“ მეტოქე ბერლინის „ჰერტა“ იყო, რომელმაც ბუნდესლიგაში სეზონი ბოლოდან მესამე ადგილზე დაასრულა.

შეხვედრა „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართა და სამწუხაროდ, ქართველი შემტევი ნახევარმცველის გარეშე ჩაიარა – ჩაკვეტაძე „ჰამბურგის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია და შეხვედრას, ისევე როგორც ბოლო მატჩებია, სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს.

ანგარიში მეოერე ტაიმში გაიხსნა. „ჰამბურგი“ ლუდოვიტ რეისმა დააწინაურა – „ბარსელონას“ გაზრდილმა მცველმა, რომელიც შეტევაში იდეალურად ჩაერთო. ნიდერლანდელმა შეტევა წამოიწყო და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაკიდების ნაცვლად მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და უნიკალური გოლით გუნდი დააწინაურა.

საბოლოოდ, შეხვედრა „ჰამბურგმა“ სასურველი შედეგით, დაასრულა და პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში ბერლინის „ჰერტას“ საკუთარ არენაზე უპირატეს პირობებში მიიღებს და ბუნდესლიგაში დაბრუნებას შეეცდება.