ლევანდოვსკიმ მე-40 გოლი გაიტანა და მიულერის რეკორდი გაიმეორა [ვიდეო] #1TVSPORT

19:52, 15.05.2021

გერმანიის ბუნდესლიგა დასასრულს უახლოვდება და გუნდები ბოლო შეხვედრებს ატარებენ. ბოლოსწინა ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „ფრაიბურგს“ ესტუმრა, სადაც უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა 2:2.

პირველი ტაიმის 26-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ანგარიში თერთმეტმეტრიანით გახსნა. ეს გოლი ისტორიული აღმოჩნდა, რადგან პოლონელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის ამ სეზონში მე-40 გოლი გაიტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. ლევანდოვსკიმ გოლი, რა თქმა უნდა, გერმანელ ფეხბურთელს მიუძღვნა.

https://twitter.com/Bundesliga_EN/status/1393565796002156544

32 წლის ფეხბურთელს ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი თამაში აქვს დარჩენილი, სადაც „რეკორდმაისტერები“ „აუგსბურგს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი