რეჟისორ თემურ ბაბლუანის პირველი რომანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში დაიბეჭდა.
წიგნი ავტორმა მეუღლეს მიუძღვნა.
„ჩემი შთაგონების წყარო ალბათ ნოსტალგია იყო, ძველი განცდები, რადგან ეს წიგნი საფრანგეთში დავწერე და გვერდიდან ცოტა სხვანაირად ჩანს ყველაფერი, განსაკუთრებით შენი ქვეყანა. მთავარი გმირი ჯუდე ანდრონიკაშვილი ერთი მართალი, სუფთა ადამიანია. მას ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. რადგანაც მას სიყვარულის უნარი ჰქონდა, ამან ჯანმრთელი გამართლება მისცა მის არცთუ სასიამოვნო სიცოცხლეს“, – განაცხადა თემურ ბაბლუანმა.
რომანი წლის ბოლოს საფრანგეთსა და გერმანიაშიც გამოიცემა.
პრეზენტაციაზე თემურ ბაბლუანმა მკითხველის შეკითხვებს თავად უპასუხა და მოგვიანებით, ავტოგრაფები დაარიგა.