თემურ ბაბლუანი - სწორედ ქართველობის, საქართველოსადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ის საუკეთესო კანდიდატია
თემურ ბაბლუანი - სწორედ ქართველობის, საქართველოსადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ის საუკეთესო კანდიდატია

არაფერი იმაზე ძვირფასი, მთავარი ფასეულობა არ გამაჩნია, ვიდრე ჩემი ქართველობაა, სწორედ ქართველობის, საქართველოსადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, – ამის შესახებ რეჟისორმა, თემურ ბაბლუანმა დუშეთში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ამომრჩევლებს შეხვდა.

ბაბლუანის შეფასებით, დღევანდელი მოცემულობით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატია.

„პოლიტიკა ჩემგან ძალიან შორს არის, შორს იყო ყოველთვის და არის ახლაც, მაგრამ, პირველ რიგში, მე ვარ ქართველი, ისევე როგორც თქვენ. არაფერი იმაზე ძვირფასი, მთავარი ფასეულობა არ გამაჩნია, ვიდრე ეს არის ჩემი ქართველობა და მე ვარ ამით ამაყი. სწორედ ქართველობის, საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით ის საუკეთესო კანდიდატია. მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე თემურ ბაბლუანმა.

სალომე ზურაბიშვილი დღესვე, ამომრჩევლებს ყაზბეგშიც შეხვდება.