„რედისონში” საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა იმართება
თბილისში, სასტუმრო „რედისონში” საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა იმართება.
შეხვედრა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით იმართება.
ღონისძიებაზე მხარეები 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპოსა და ფორუმის პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს საბაზრო-საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის გზებს განიხილავენ.
შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მუნიციპალური საბჭოს ეკონომიკური და სავაჭრო დელეგაციის წევრები და ქართული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.