„რედისონში” საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა იმართება

10:31, 05.11.2019

თბილისში, სასტუმრო „რედისონში” საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა იმართება.

შეხვედრა ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით იმართება.

ღონისძიებაზე მხარეები 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ექსპოსა და ფორუმის პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს საბაზრო-საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის გზებს განიხილავენ.

შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მუნიციპალური საბჭოს ეკონომიკური და სავაჭრო დელეგაციის წევრები და ქართული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.

მსგავსი