„რეალმა“ სეზონში მეხუთედ წააგო
„რეალმა“ სეზონში მეხუთედ წააგო

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სეზონში მეხუთე მარცხი იწვნია. მოქმედი ჩემპიონი სტუმრად, ბარსელონაში  „ესპანიოლთან“ – 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხერარდ მორენომ გაიტანა.

„რეალი“  მესამე ადგილზე დარჩა და ლიდერ „ბარსელონას“ 14 ქულით ჩამორჩება. თუმცა, კატალონიელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

რაც შეეხება „ესპანიოლს“, ის ამ სეზონში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა – სამივე ლიდერი ჰყავს დამარცხებული: „ბარსელონა“ თასზე (1:0), „ატლეტიკო“ ჩემპიონატში (1:0) და ბოლოს, „რეალი“ (1:0).

„ესპანიოლი“ 31 ქულით მე-13 ადგილზეა.