„რეალი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა - ფაქტები და სტატისტიკა
- „რეალი” პირველად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას პირველი მატჩის მოგების შემდეგ. ესპანური საფეხბურთო კლუბი ,,აიაქსთან” სამგოლიანი სხვაობით დამარცხდა.
- „რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე პირველ 18 წუთში, პირველად გაუშვა ორი გოლი საკუთარ კარში.
- რაც შეეხება მის მეტოქეს, „აიაქსმა” ამ შედეგით 1997 წლის შემდეგ პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ორრაუნდიანი ორთაბრძოლის მოგება.
- დუშან ტადიჩი „აიაქსის” მეორე მოთამაშეა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ექვსი გოლი დაუგროვდა.
- „რეალმა” ამ სეზონში ორჯერ წააგო შინ ჩემპიონთა ლიგაზე და ორივეჯერ დიდი ანგარიშით: 0:3 ცსკა-სთან და 1:4 „აიაქსთან”.
- ესპანურმა კლუბმა პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, საკუთარ მოედანზე ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, რითაც საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა.
- აღსანიშნავია ისიც, რომ „რეალმა” მიმდინარე სეზონში ექვსჯერ წააგო დიდი ანგარიშით და ეს მოხდა პირველად, ბოლო 68 წლის განმავლობაში.
- ეს უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩია, რომელშიც „რეალი” სერხიო რამოსის გარეშე დამარცხდა.
- „რეალი” პირველად 2006 წლის შემდეგ, გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას და ესპანეთის თასს.
რეალი-აიაქსი 1:4 (2:1)
გოლები: 0:1 ზიეჩი (7), 0:2 ნერესი (18), 0:3 ტადიჩი (62), 1:3 ასენსიო (70), 1:4 შიონე (72)
რეალი: კურტუა – კარვახალი, ნაჩო, ვარანი, რეგილონი – კროოსი, კაზემირო (87. ვალვერდე), მოდრიჩი – ლუკას ვასკესი (29. ბეილი), ვინისიუსი (35. ასენსიო), ბენზემა.
აიაქსი: ონანა – მაზრაუი (80. ველტმანი), დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო – ვან დე ბეეკი, შიონე (73. დე ვიტი), დე იონგი – ზიეჩი, ნერესი (74. დოლბერგი), ტადიჩი.