რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთიდან საქართველოში 13 ადამიანი დაბრუნდა
საფრანგეთიდან „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ჩარტერული ავიარეისით საქართველოს 13 მოქალაქე, 5 ოჯახი დაბრუნდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ტულუზა-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს ის მოქალაქეები დაბრუნდნენ, რომლებიც აღარ აკმაყოფილებდნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის პირობებს.