რაულ ხაჯიმბა მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი
რაულ ხაჯიმბა მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი

რაულ ხაჯიმბა მზადაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად მეორედ იყაროს კენჭი. ეს განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა.

ამასთან ერთად, ვიტალი გაბნიას თქმით, „კანონის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობას სამი თვის განმავლობაში კვლავ ხაჯიმბა შეასრულებს“.

„ხაჯიმბას გადადგომა, რასაც საპროტესტო აქციის მონაწილეების ითხოვენ, ქვეყანაში პრობლემებს ვერ გადაჭრის. აუცილებლია კომპრომისი“, – განაცხადა გაბნიამ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულია რუსეთიც.

10 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ მოთხოვნით ე.წ. ოპოზიციონერი კანდიდატი ალხას კვიცინია გამოდიოდა.

რუსული მედიის ცნობით, განმეორებითი ე.წ. არჩევნების თარიღს 13 იანვარამდე გამოაცხადებენ.