რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს 13 იანვრამდე დაასახელებენ
რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს 13 იანვრამდე დაასახელებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს არაუგვიანეს 13 იანვრის 11:00 საათამდე დაასახელებენ. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა“ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „საარჩევნო კომისიას“ გადასცეს.

შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ე.წ. საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

10 იანვარს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.