რატი იონათამიშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნა „ნაცმოძრაობის“ ნარატივით არის ნაკარნახევი, ასეთ დასკვნებს სანდოობა არ აქვს
რატი იონათამიშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნა „ნაცმოძრაობის“ ნარატივით არის ნაკარნახევი, ასეთ დასკვნებს სანდოობა არ აქვს

ეუთო/ოდირის დასკვნა რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს, თუ მისი ერთ-ერთი ავტორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, რომელიც მას სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დასკვნა „ნაცმოძრაობის“ ნარატივით არის ნაკარნახევი და ასეთ დოკუმენტებს სანდოობა არ აქვს.

„რამდენიმე დღის წინ ვამბობდით, რომ ევროსაბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა სააკაშვილის ადვოკატმა. ახლა აღმოჩნდა, რომ იგივე პირი არის ეუთო/ოდირის დასკვნის ერთ-ერთი ავტორი. სააკაშვილის ხელმოცარული ადვოკატი მას საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში წარმოადგენდა, რომელიც ყველა საქმეზე პირწმინდად დამარცხდა და დასკვნა დაწერა. წარმოიდგინეთ, ეს დასკვნა რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ის იქნება „ნაცმოძრაობის“ ნარატივით ნაკარნახევი. ასეთ დასკვნებს სანდოობა არ აქვს. როცა სააკაშვილის ადვოკატს უკვეთავენ დასკვნებს, ფაქტობრივად, საქართველოს წინააღმდეგ, ეს ნიშნავს თუ არა კეთილსინდისიერი თამაშის წესებს? ეს დასკვნა ობიექტური არ არის და ტენდენციურია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.