რატი წითელაძის ფილმი „ცარიელი სახლი“ კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა
რატი წითელაძის ფილმი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.
„ცარიელი სახლი“ სტამბოლის ფილმების საერთაშორისო პლატფორმაზე Meeting on the Bridge პოსტპროდუქციის ჯილდო 30 000 ევროს ოდენობით მიიღო.
„ცარიელი სახლი“ ასევე შერჩეული იყო მსოფლიოს არაერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალის პლატფორმაზე, მათ შორის კანის ფესტივალზე და ბერლინალეს კო-პროდუქციის მარკეტზე. მოპოვებული აქვს პრესტიჟული Eurimages ჯილდოები TIFF-ზე და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, ლოკარნოს კინოფესტივალზე სპეციალური აღნიშვნის პრიზი.
ამავე პროექტით, რატი შეარჩიეს ათ რჩეულ პროდიუსერს შორის Berlinale -Berlin International Film Festival Project Market-ზე, მოხვდა ექვს საუკეთესო რეჟისორს შორის და კანის ფესტივალის პროგრამაში Cinefondation.
ფილმის სიუჟეტი თბილისში, 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოედგინა. ეს მის ცხოვრებასა და ოჯახს მთლიანად და სამუდამოდ ცვლის.