რატი წითელაძის დოკუმენტურმა ფილმმა Tampere Film Festival-ზე აღიარება მოიპოვა
რატი წითელაძის დოკუმენტურმა ფილმმა Tampere Film Festival-ზე აღიარება მოიპოვა

რატი წითელაძის დოკუმენტური ფილმი “სოციუმის პატიმარი” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან Tampere Film Festival-ზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის სტატუსის მფლობელი გახდა. ნამუშევარმა აღიარება ევროპული კინოაკადემიის ნომინაციაში მოიპოვა.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებსა და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.

რეჟისორის ინფორმაციით, ფილმი დაფინანსების გარეშე, საკუთარი სახსრებით 2018 წელს გადაიღო.