რატი წითელაძემ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტი მოიპოვა
რატი წითელაძემ Golden Globes ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის რეზიდენციის გრანტი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავცელებს.
მათივე ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის TIFF Filmmaker Lab-ის რჩეული რეჟისორებიდან ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის კომისიამ რატი წითელაძე, პროექტით „ცარიელი სახლი“ სამ გამარჯვებულს შორის დაასახელა.
რატი წითელაძე ლოს ანჯელესში სამკვირიანი რეზიდენციის ფარგლებში ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის საბჭოს წევრებს, ცნობილ კინემატოგრაფისტებსა და მოწვეულ სპიკერებს შეხვდება და ოქროს გლობუსის 76-ე დაჯილდოებას დაესწრება.