რატი ონელის ფილმი სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა
რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“ სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელია. ქართულმა ფილმმა ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ფილმი „მზის ქალაქი” პოსტაპოკალიპტური ქალაქი – აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით — მანგანუმის შახტით.
ფილმის სცენარის ავტორები არიან რატი ონიანი და დეა კულუმბეგაშვილი. გადაღებებზე მუშაობა კინოსტუდია OFA-მ საქართველოს, ჰოლანდიის, აშშ-ისა და კატარის კოპროდუქციაში 2013 წელს დაიწყო. ფილმში მონაწილეობენ ზურა გელაშვილი, არჩილ ხვედელიძე, ირინა ფხალაძე და მარიამ ფხალაძე.
ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მათ შორის, ჯილდოები აქვს მიღებული პრიზი საუკეთესო ფილმისთვის ამსტერდამში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე და სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი 2016 წელს.
2017 წლის აპრილში „მზის ქალაქმა” ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვისბანდში (გერმანია) კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი მიიღო.