რატი იონათამიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე - ჩვენი საზოგადოება არ პატიობს უპრინციპობას, როდესაც ადამიანები უტიფრად იტყუებიან და ძალაუფლების მოპოვება ყველაფრის ფასად უნდათ
რატი იონათამიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე - ჩვენი საზოგადოება არ პატიობს უპრინციპობას, როდესაც ადამიანები უტიფრად იტყუებიან და ძალაუფლების მოპოვება ყველაფრის ფასად უნდათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით  „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

საუბარია განცხადებაზე, სადა ჯაფარიძე ამბობს: „კეზერაშვილზე მსმენია და წამიკითხავს, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები მიისაკუთრა, მაგრამ ახლა მიზანი არის, ყველა გავერთიანდეთ“.

რატი იონათამიშვილის თქმით, ეს ორმაგი სტანდარტია და საზოგადოება პარტიებს უპრინციპობას არ პატიობს.

„ორმაგი სტანდარტია და ამასთან ერთად, აღიარება, რომ მათ იციან, ეს არის კრიმინალური ფული, მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემა არ აქვთ. შესაბამისად, ამით ისინი იმ კრიმინალური ისტორიის ნაწილი ხდებიან, რითაც ეს ადამიანია გამორჩეული. ისინი პოლიტიკაში მოღვაწეობის ასე გაგრძელებას თუ აპირებენ, ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისედაც ხომ ნულს ქვემოთაა მათი რეიტინგი და კიდევ და კიდევ გაუფასურდება. ჩვენი საზოგადოება არ პატიობს უპრინციპობას, როდესაც ადამიანები ასე უტიფრად იტყუებიან და ძალაუფლების მოპოვება ყველაფრის ფასად უნდათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.