ზურაბ ჯაფარიძე - კეზერაშვილზე მსმენია და წამიკითხავს, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები მიისაკუთრა, მაგრამ ახლა მიზანი არის, ყველა გავერთიანდეთ
ზურაბ ჯაფარიძე - კეზერაშვილზე მსმენია და წამიკითხავს, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები მიისაკუთრა, მაგრამ ახლა მიზანი არის, ყველა გავერთიანდეთ

კეზერაშვილთან შეკითხვები შეიძლება, ჰქონდეს დამოუკიდებელ სასამართლოს. ფულის შოვნის გარდა, მსმენია ბიზნესთან მის დამოკიდებულებაზე, რომ საგადასახადოში როცა იყო, პრობლემებს უქმნიდა სხვადასხვა ბიზნესს, – ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კეზერაშვილი, როგორც პოლიტიკური ფაქტორი, უხერხულობას არ უქმნის.

„გამიგია, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები იყო, რაც მიისაკუთრა, რაღაც ეგეთი. მსმენია გულისხმობს, რომ რაღაც წაკითხული მაქვს, რაღაც მოსმენილი მაქვს. ასეთი ინფორმაცია ბევრი ყოფილა მასთან მიმართებაში. ხელის ჩამორთმევაზე არ არის საუბარი, მაგრამ ახლა მიზანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ახლა მიზანი არის, რომ ყველა გავერთიანდეთ, რადგან ამ სისტემის დამარცხება სხვანაირად შეუძლებელია. ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.