რატი იონათამიშვილი შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა
რატი იონათამიშვილი შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს, სარა მინკარას შეხვდა.

შეხვედრაზე რატი იონათამიშვილმა სარა მინკარას საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრესი და გამოწვევები გააცნო.

მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ორმხრივი ვიზიტების შესაძლებლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მე-17 ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 11-13 ივნისს გაერო-ს ნიუ იორკის ოფისში იმართება.