რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის, „ენჯეოებისა“ და გარე აქტორებისგან გვესმის საუბარი, რომ საქართველოში მაიდანი იქნება, მაიდანიზაცია არ მოხდება, არეულობას არ დავუშვებთ
რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის, „ენჯეოებისა“ და გარე აქტორებისგან გვესმის საუბარი, რომ საქართველოში მაიდანი იქნება, მაიდანიზაცია არ მოხდება, არეულობას არ დავუშვებთ

რადიკალური ოპოზიციის, პოლიტიკური „ენჯეოებისა“ და გარე აქტორების მხრიდან გვესმის საუბარი, რომ საქართველოში მაიდანი იქნება. მაიდანიზაცია არ მოხდება, არეულობას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ცდება ის, ვინც დემოკრატიას გაურბის და მაიდანიზაცია სურს.

„რადიკალური ოპოზიციის, პოლიტიკური „ენჯეოებისა“ და გარე აქტორების მხრიდან გვესმის საუბარი, რომ საქართველოში მაიდანი იქნება. ეს ადამიანები ოცნებობენ ან მაიდანზე და ქვეცნობიერი ალაპარაკებთ, ან ცდილობენ, საზოგადოება ამ ყველაფერს შეაგუონ და თან დატესტონ, რა განწყობები იქნება. მათი მცდელობა ფუჭია, რადგან საქართველოს მაიდანიზაცია არ მოხდება, არეულობას არ დავუშვებთ. ვინც დემოკრატიას გაურბის და მაიდანიზაცია სურს, ცდება, რადგან საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.