რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის შეფასებებმა მასზე უფრო მეტი თქვა, ვიდრე „ქართულ ოცნებაზე“
პრეზიდენტის შეფასებებმა მასზე უფრო მეტი თქვა, ვიდრე „ქართულ ოცნებაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილმა აღნიშნული კომენტარით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ის განცხადება შეაფასა, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი, ცდილობს, გაამართლოს ვითომ დაბალანსებული პოზიცია, ვწუხვარ, რომ კიევში ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი, თუმცა ეს მაინც მიხარია“.
„დღეს ის თარიღია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ამ დღეს ამ თარიღის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება ღირსებისგან დაცლილი საქმეა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.