რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის შეფასებებმა მასზე უფრო მეტი თქვა, ვიდრე „ქართულ ოცნებაზე“
რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის შეფასებებმა მასზე უფრო მეტი თქვა, ვიდრე „ქართულ ოცნებაზე“

პრეზიდენტის შეფასებებმა მასზე უფრო მეტი თქვა, ვიდრე „ქართულ ოცნებაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა აღნიშნული კომენტარით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ის განცხადება შეაფასა, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი, ცდილობს, გაამართლოს ვითომ დაბალანსებული პოზიცია, ვწუხვარ, რომ კიევში ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილი, თუმცა ეს მაინც მიხარია“.

„დღეს ის თარიღია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ამ დღეს ამ თარიღის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება ღირსებისგან დაცლილი საქმეა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.