რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმოწერით აღიარებენ, რომ არიან დავალების შემსრულებლები, ერთმანეთს რეზიდენტებს უწოდებდნენ, დღეს ერთმანეთი შეუყვარდათ, ეს მონობის გამოვლინებაა
რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტის ქარტიაზე ხელმოწერით აღიარებენ, რომ არიან დავალების შემსრულებლები, ერთმანეთს რეზიდენტებს უწოდებდნენ, დღეს ერთმანეთი შეუყვარდათ, ეს მონობის გამოვლინებაა

ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აგენტების პოლიტიკური რეესტრის შექმნა დააანონსა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის განცხადებით, ვინც ხელს მოაწერს ქარტიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან ისინი ამით აღიარებენ, რომ ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებლები, არიან დავალების შემსრულებლები.

„სხვანაირად შეუძლებელია თანამშრომლობა, რადგან ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთს რეზიდენტებს უწოდებდნენ და ერთმანეთს უკიდურესი სიტყვებით ლანძღავდნენ, დღეს ერთმანეთი შეუყვარდათ. რა თქმა უნდა, ეს ქიმია არ არის, ეს მონობის გამოვლინებაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.