რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიზანი თავიდანვე არ ჰქონდა, მოლაპარაკების ფორმატს დროის გაჭიანურებისთვის იყენებდნენ
ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ფორმატს დროის გაჭიანურებისთვის იყენებდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგეს.
„სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები დარწმუნდნენ, ოპოზიციას თავიდანვე არ ჰქონდა მიზნად, რომ კონსენსუსი შემდგარიყო. მოლაპარაკების ფორმატს დროის გაჭიანურებისთვის იყენებდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კონსენსუსი შედგეს, თუმცა ეს არ არის ცალმხრივი პროცესი და ცალმხრივი პასუხისმგებლობა. თუ ოპოზიცია ვერ გაიგებს, რა არის საზოგადოების დაკვეთა, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება, საერთოდ ვეღარ მივიდნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.