რატი იონათამიშვილი - ოპოზიციამ საკუთარი თავი ისე დაიბეჩავა, რომ არჩევანის გაკეთება უწევთ მოღალატესა და სისხლის სამართლის დამნაშავეს, ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციამ საკუთარი თავი ისე დაიბეჩავა, რომ არჩევანის გაკეთება უწევთ მოღალატესა და სისხლის სამართლის დამნაშავეს, ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის

ოპოზიციამ საკუთარი თავი ისე დაიბეჩავა, რომ არჩევანის გაკეთება უწევთ მოღალატესა და სისხლის სამართლის დამნაშავეს, ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის ოპოზიციის არჩევანი, ხოლო „ქართული ოცნების“ არჩევანია – ღირსებით სვლა ევროპისკენ და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

„ჩვენი ოპოზიცია იმის მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. შეინიშნება, რომ ძალიან დაბნეულები არიან, რადგან, როგორც ჩანს, ახალი დირექტივები და დავალებები არ მიუღიათ. ვისაც დამოუკიდებელი აზრი არ გააჩნია და საკუთარი გადაწყვეტილების მიმღები არ არიან, დამოკიდებული არიან იმაზე, გარედან რას უბრძანებენ და დაავალებენ. ოპოზიციამ საკუთარი თავი ისე დაიბეჩავა, რომ არჩევანის გაკეთება უწევთ მოღალატესა და სისხლის სამართლის დამნაშავეს, ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის. მათი არჩევანია ეს, ჩვენი – ღირსებით სვლა ევროპისკენ და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.