რატი იონათამიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეაში მონაწილეობს
რატი იონათამიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს შშმ პირთა უფლებების მე-17 ასამბლეაში მონაწილეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი 11-13 ივნისს გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების მე-17 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერო-ს ნიუ იორკის ოფისში გაიმართება.

მე-17 ასამბლეაში მონაწილე ქვეყნებს იონათამიშვილი სიტყვით მიმართავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე ილაპარაკებს.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებსა და ოფიციალურ პირებთან.