რატი იონათამიშვილი - „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, არჩევნებზე დასრულდება
„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, არჩევნებზე დასრულდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ინტერპელაცია საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტური ინსტრუმენტია ოპოზიციის მხრიდან მოლოდინი არ მაქვს, რომ შინაარსობრივად წარიმართება, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ამ ფორმატით ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმის, საპარლამენტო ზედამხედველობა როგორ ხორციელდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ.