რატი იონათამიშვილი - მავნე ფაქტებია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები არა თუ ასოცირებული არიან პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ერთი და იგივე სახელწოდება აქვთ, ეს ძალიან ცუდი თამაშია
რატი იონათამიშვილი - მავნე ფაქტებია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები არა თუ ასოცირებული არიან პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ერთი და იგივე სახელწოდება აქვთ, ეს ძალიან ცუდი თამაშია

გვაქვს ძალიან მავნე ფაქტები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები არათუ ასოცირებული არიან პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ ერთი და იგივე სახელწოდება აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას საზოგადოებაში და ძალიან ცუდი თამაშია“.

„ეს არის პირდაპირი სპეკულაცია და კანონის ავლის გზა. ფაქტობრივად, უცხოური დაფინანსების პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანებისთვის გამოყენება ხდება. ცხადია, ვისაც შეეშინდა და ვინც მსგავს მანიპულაციებს ჩადის, პირველი ის ალაპარაკდა. გამჭვირვალობის სტანდარტიდან გამომდინარე, ცხადია, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ცნობილი იყოს, სად და როგორ იხარჯება საერთაშორისო დაფინანსებები.

სამოქალაქო ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის მეგობარი. შეიძლება, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით იყოს პარტნიორი, მაგრამ არ შეიძლება, იყოს მეგობარი. ეს დაუშვებელია და, ფაქტობრივად, აღიარებაა, რომ სინამდვილეში მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ გარკვეული დამატებითი უცხოური დაფინანსებები მიიღონ და პოლიტიკური მიზნებისთვის დახარჯონ. მათი მხრიდან ამის აღიარება მოხდა. ფაქტია, გამჭვირვალობა არ არის და ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, სად, როგორ ხდება ასეთი მანიპულაციები და მათ რა მიზნები აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა“ აუდიტის სამსახურს მიმართა, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.