რატი იონათამიშვილი - ხოშტარია ფაქტობრივად აღიარებს, რომ დაფინანსების ორი წყარო აქვს - მოსკოვი და კეზერაშვილი
აშკარაა ძალიან მწვავე დაპირისპირება, რასაც მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – როგორ გაიყოფენ კრიმინალური გზით ნაშოვნ შავ ფულს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, კეზერაშვილი ფლობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ პარტიებს არა ქვეყნის, არამედ პირადი კეთილდღეობა ადარდებთ.
„ხოშტარია, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ მას დაფინანსების ორი წყარო აქვს – მოსკოვი და კეზერაშვილი. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთადერთი, რის გარშემოც ეს ადამიანები ერთიანდებიან, კრიმინალური სახსრებია. ყოველთვის ასე ამთავრებენ ის პოლიტიკური პარტია და ე.წ. პოლიტიკოსები, ვისაც მიზნად არა საკუთრი ქვეყანა და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები, არამედ საკუთარი პირადი ინტერესები და კრიმინალურ ბუნებასთან მიახლოებული პოზიციები აქვთ“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავით კეზერაშვილთან „პარტნიორობს და იპარტნიორებს“.
„ვის აინტერესებს „რაზბორკები“, კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ“,- აღნიშნა ხოშტარიამ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.