ელენე ხოშტარია - ვის აინტერესებს „რაზბორკები“, კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ
ელენე ხოშტარია - ვის აინტერესებს „რაზბორკები“, კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ

ვის აინტერესებს „რაზბორკები“, კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქში“ წერს.

ამასთან, ელენე ხოშტარიას თქმით, უნდა შენარჩუნდეს წესიერება ურთიერთობაში.

„კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას.

იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე, რას შვება ოპოზიცია, მარტივი პასუხია საჭირო.

ვის აინტერესებს „რაზბორკები“.

დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან, ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ.

6 თვეა, დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს.

მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ“, – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქში“.