რატი იონათამიშვილი - გიორგი ვაშაძის შეფასებებს ფასი არ აქვს, ცდილობენ, ქართული პოლიტიკა კლოუნადად აქციონ, მათ პულსი არ ესინჯებათ, რადგან რაიმე სახის მხარდაჭერა არ დაუმსახურებიათ
რატი იონათამიშვილი - გიორგი ვაშაძის შეფასებებს ფასი არ აქვს, ცდილობენ, ქართული პოლიტიკა კლოუნადად აქციონ, მათ პულსი არ ესინჯებათ, რადგან რაიმე სახის მხარდაჭერა არ დაუმსახურებიათ

ამ ადამიანების შეფასებებს არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ცდილობენ, ქართული პოლიტიკა კლოუნადად აქციონ. საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი და პარტიები აქციეს კლოუნადად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს: „NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე“.

იონათამიშვილის თქმით, ამ ადამიანებს პულსი არ ესინჯებათ, რადგან არ დაუმსახურებიათ, რაიმე სახის მხარდაჭერა ჰქონდეთ.

„ფაქტობრივად, საკუთარი თავი გამოიჩინეს ამომრჩევლის გადაგდებით და მოტყუებით, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მტრობით. შესაბამისად, არჩევნების შედეგებს დაელოდონ. ნახავენ, რომ კიდევ უფრო დაბალი რეიტინგი ექნებათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.