სასაცილოც აღარ არის, როდესაც სახელმწიფოს ჩამოშლაზე, სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებასა და ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე გიორგი გახარია საუბრობს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას.
მისი თქმით, „გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი გადაასწრო აბსურდული განცხადებებით“.
„როგორც ჩანს, მის უტიფრობას საზღვარი არ აქვს. ბევრს არაფერს ვიტყვით, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის კაცი, რომლის ბიოგრაფიაშიც გვხვდება არაკომპეტენტური და ჩავარდნილი საქმეები – კლუბების სპეცოპერაცია, პანკისის სპეცოპერაცია, 20 ივნისი. ამიტომ, ძალიან უხერხული ფაქტია, რომ გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი გადაასწრო აბსურდული განცხადებებით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.