გიორგი გახარია - თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა, ბოდიში მოვუხადო, მე ხომ ვიცი, წინასწარ სპეციალური მუშაობითა და ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო
გიორგი გახარია - თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა, ბოდიში მოვუხადო, მე ხომ ვიცი, წინასწარ სპეციალური მუშაობითა და ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო

თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა, ბოდიში ვუთხრა, მე ხომ ვიცი, წინასწარ სპეციალური მუშაობით, სპეციალური ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ზუგდიდში, პარტიის ახალი რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა, ბოდიში ვუთხრა მარტივი მიზეზის გამო, მე მაინც კარგად ვიცი, როდესაც მმართველი ძალა ამბობს, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარო, მე ხომ ვიცი, ამ პოლიციელებთან ერთად ამის პრევენცია როგორ უნდა მომხდარიყო. ამას სჭირდებოდა წინასწარ სპეციალური მუშაობა, სპეციალური ღონისძიებების ჩატარება და ეს ყველაფერი არიდებადი იყო. ეს ყველაფერი ეკრანზე ჩანდა, რიგითი პოლიციელების თითოეული ქმედება და ნაბიჯი მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგი იყო, როდესაც იცავდნენ ან მოქმედებდნენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის ინტერესებში. იმის გათვალისწინებით, ჩვენ რა შედეგებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთადერთი დასკვნა შეიძლება, გავაკეთოთ – ის, რომ არასწორად იყო ორგანიზებული და არ იყო საკმარისი საპოლიციო ძალა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.