რატი იონათამიშვილი - გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტია, გვახსოვს, ერთმანეთს როგორი ეპითეტებით ამკობდნენ
რატი იონათამიშვილი - გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტია, გვახსოვს, ერთმანეთს როგორი ეპითეტებით ამკობდნენ

სინამდვილეში, გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპათიები პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტია, რადგან გვახსოვს, ეს ადამიანები ერთმანეთს როგორი ეპითეტებით ამკობდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„გახარია თაღლითებს ეძახდა, ისინი – თვალთხარიას. როგორც ჩანს, დღეს ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდით. აქედან ჩანს, საპარლამენტო მანდატებისთვის რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი და ფსკერზე აღმოჩნდეს. არავის გაუკვირდეს, რომ ასეთ ადამიანებს მინიმალური მხარდაჭერაც არ ჰქონდეთ, რადგან მათთვის პრინციპები არ არსებობს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.