რატი იონათამიშვილი - ჩვენთვის ლავროვის არც პასუხია საინტერესო და არც კითხვა, ამ შემთხვევაში ყურადღებით დავაკვირდებით, ვინ ეცდება, საკითხი განავრცოს და ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნას
ჩვენთვის სერგეი ლავროვის არც პასუხია საინტერესო და არც კითხვა, ამ შემთხვევაში ყურადღებით დავაკვირდებით, ვინ ეცდება, საკითხი განავრცოს და ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.
„ცხადია, ჩვენთვის არც კითხვა და არც პასუხი არ არის საინტერესოა. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის და ყურადღებით დავაკვირდებით, ვის რა რეაქცია ექნება, ვინ ეცდება განავრცოს ეს საკითხი და ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნას. ამ პროცესში გამოვლინდება, ვინ არის, ტრადიციულად, მოკავშირე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, რასაც ხშირად ვხედავთ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებისა და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.