სერგეი ლავროვი - საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს
სერგეი ლავროვი - საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ზეწოლას, რომელიც ღიად ითხოვს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, პატივისცემას იმსახურებს. ამის შესახებ ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებული კითხვა ლავროვს „ალტ ინფოს“ წარმომადგენელმა დაუსვა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ განიცდის საქართველო, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ზეწოლას დასავლეთის მხრიდან, რომელიც ითხოვს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შეერთებას. ის, რომ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვთ სიმამაცე, თქვან, რომ იხელმძღვანელებენ თავიანთი ინტერესებით, პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების დახმარებით, საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე შეძლებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.