რატი იონათამიშვილი - ჩვენ დავიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, ვინაიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ქვეყნის სუვერენიტეტი გადის
რატი იონათამიშვილი - ჩვენ დავიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, ვინაიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ქვეყნის სუვერენიტეტი გადის

ჩვენმა საზოგადოებამ უკვე ზუსტად იცის, რა არის რადიკალური ოპოზიციის რეალური მიზანი, მათ საერთოდ არ აინტერესებთ სასამართლოს პროგრესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია არეულობა ქვეყანაში.

ერთადერთი ინტერესი აქვთ, რამენაირად ან მოახდინონ უზურპირება სასამართლო ხელისუფლების, ან მისი დისკრედიტაცია შეძლონ, რათა მეტი შანსი ჰქონდეთ არეულობის შეტანისა ჩვენს ქვეყანაში. არცერთი ეს სცენარი არ გამოუვათ. ჩვენ დავიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, ვინაიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ქვეყნის სუვერენიტეტი გადის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.