რატი იონათამიშვილი - არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი, ოპოზიცია სრულ პანიკასა და ისტერიაშია, მათ უკვე აღიარებული აქვთ საკუთარი მარცხი
არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელი და ვხედავთ, რომ ოპოზიცია სრულ პანიკასა და ისტერიაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას შეეხებოდა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, მძიმე საყურებელია ოპოზიცია.
„არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი და ვხედავთ, რომ ეს ადამიანები სრულ პანიკასა და ისტერიაში არიან. მათ უკვე აღიარებული აქვთ საკუთარი მარცხი და უპერსპექტივობა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან მათ დემოკრატიასთან არანაირი საერთო არ აქვთ, ისინი არიან პოპულისტი ადამიანები, რომელთაც მხოლოდ შურისძიება ამოძრავებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.