რატი ბრეგაძე - ყველამ ვიხილეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიის, განსხვავებული აზრის მიმართ, ესენი არიან ბოლშევიკები, რომლებიც ცდილობენ, ანგელოზებად მოაჩვენონ თავი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყველამ იხილა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიასთან და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან.
ბრეგაძის თქმით, განსხვავებული აზრის გამო, პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანებს აწამებდნენ.
„საზოგადოებისთვის უცხო არაფერია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ესენი არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამჟამად მოხვეული აქვთ ევროკავშირის დროშა და ცდილობენ, საზოგადოებას თავი მოაჩვენონ ანგელოზებად. სინამდვილეში, ეს ადამიანები წარმოადგენენ იმ რეჟიმს, რომელიც აწამებდა ადამიანებს, ამის უამრავი მტკიცებულებაა. ესაა ის რეჟიმი, რომელმაც დაამკვიდრა, რომ სისტემას უფლება ჰქონდა, გაეუპატიურებინა ადამიანები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების შეფასებისას.