ვრცელდება ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და აკაკი მინაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისინი საქართველოს პატრიარქზე დაცინვით საუბრობენ

საინფორმაციო სააგენტო For.ge კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობასა და საქართველოს პატრიარქზე დაცინვით საუბრობენ.

ნიკა მელია: ბიჭო, ქრისტიანული დასავლეთი ყ..ბაა? ნიკა გვარამია: ვაბშე არ არის, კაცო, ეგ მიწერია. აკაკი მინაშვილი: ქრისტიანული დასავლეთი ცოტა ის არის, ტერმინოლოგიურად; თანამოსაუბრე: ესე რომ დავწეროთ, საქართველო დასავლეთის ქრისტიანული კულტურის ნაწილია; ნიკა მელია: რაღაც ეგეთი მინდა; ნიკა გვარამია: ყველა ერთად ნუ ლაპარაკობთ, ერთი წუთით; თანამოსაუბრე: თუ მაინცდამაინც ქრისტიანობა გინდათ, ეგრე გავაკეთოთ; ნიკა ფარულავა: ბოლოში მივაწეროთ: ღმერთმა დალოცოს საქართველო; თანამოსაუბრე: არა, კაცო, ფლაერი დაიბეჭდა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. რაღას ითვლით, ხალხო, ტირაჟი რაღად გინდათ, დალოცა პატრიარქმა, აუდიტი ჩატარდა, წელში გამართული გლეხის დედაც მ….ან, დაწერე პირდაპირ“.