რატი ბრეგაძე - ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება გერმანიის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას
რატი ბრეგაძე - ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება გერმანიის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას

ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს“.

„როგორც ვიცი, ოპოზიციონერების გარკვეულმა ნაწილმა უკვე გააკეთა განცხადებები და მათ მინდა, შევახსენო ევროპის და გერმანიის ისტორია, რას უკავშირდება 9 ნოემბერი. გერმანიაში ეს გულისხმობს გერმანიის კედლის დაცემას. ეს მათთვის ისტორიული დღეა და, შესაბამისად, როდესაც საელჩო ამის შესახებ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, ისინი აღნიშნავენ საკუთარ ისტორიულ დღეს. ოპოზიცია ისტორიის არცოდნის გამო ნუ შეეცდება საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადების საკუთარი მიზნებისთვის ინტერპრეტაციას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩომ სოციალურ ქსელში  ანცხადება გამოაქვეყნა: „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს“.