რასაც აკეთებთ, ეს უგუნურებაა - ბელარუსმა მხატვარმა ფეხბურთელების საქციელი დაგმო
რასაც აკეთებთ, ეს უგუნურებაა - ბელარუსმა მხატვარმა ფეხბურთელების საქციელი დაგმო

მხატვარმა ნიკა სანდროსმა მინსკის „დინამოს“ ფეხბურთელების საქციელი გააკრიტიკა, რასაც შოზოფრენიისა და უგუნურების გამოვლენა უწოდა.

საქმე ისაა, რომ ბელარუსის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში გროდნისნემანთან” მინსკელი ფეხბურთელები გავიდნენ მაისურებით, რომელზეც პანდემიასთან მებრძოლი ექიმების მხარდასაჭერი წარწერა ჰქონდათ – дзякуй дактаре (მადლობა ექიმებს)

ნიკა სანდროსის აზრით, მათი მოედანზე გასვლა სწორედ ის საქციელი იყო, რაც ექიმების ბრძოლას წყალში ყრის.

„რა ამაღელვებელია! უკეთესი იქნებოდა, ექიმების მხარდასაჭერად მოედანზე არ გასულიყვნენ. ეს არის სუფთა შიზოფრენია და უგუნურება! ექიმები ყველას ევედრებიან, რომ შინ დარჩნენ, რათა გადარჩნენ და ექიმებს მიეცეთ საშუალება, ვითარებას გაუმკლავდნენ. ამ დროს თქვენ ზუსტად იმას აკეთებთ, რასაც გთხოვენ, რომ არ გააკეთოთ“, – წერს ცნობილი მხატვარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ბელარუსში COVID-19– ის 4204 შემთხვევაა აღრიცხული, 40 ადამიანი უკვე გარდაიცვალა. თუმცა, ჩემპიონატი მაინც გრძელდება და ხალხს თამაშებზე დასწრების უფლება აქვთ.