ლაბაძე ბელარუსულ გუნდში გამორჩეულია
ლაბაძე ბელარუსულ გუნდში გამორჩეულია

22 წლის მეკარემ, ავთანდილ ლაბაძემ ბელარუსში მორიგი კარგი თამაში ჩაატარა.

სვეტლოგორსკისხიმიკის“ (ბელარუსის პირველი ლიგა) 22 წლის მეკარემ, 6 ივნისს ბელარუსის თასის 1/32 გასვლითი მატჩი „პოლოცკისთან“ ბრწყინვალედ ჩაატარა. „ხიმიკმა“ მეტოქე 3:1 დაამარცხა და თასის 1/16-ში გავიდა.

ავთანდილ ლაბაძემ წინა შეხვედრა სვეტლოგორსკმა გასვლაზე „ლიდასთან“ (30 მაისი) ასევე შესანიშნავად ითამაშა და პენალტიც მოიგერია. შეხვედრა კი „ხიმიკმა“ 0:0 დაასრულა.

სვეტლოგორსკელთა მეორე მწვრთნელმა, ოლეგ ტარანუხინმა ლაბაძის საიმედო თამაში აღნიშნა, მისი თქმით, ქართველი მეკარის გუნდმა წარმატებებს მშვენიერი თამაშით მიაღწია.