ქართველის გუნდთან მატჩამდე, „ტორპედოს“ ორ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინეს
ქართველის გუნდთან მატჩამდე, „ტორპედოს“ ორ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინეს

ბელარუსის უმაღლეს ლიგაში დღეს მე-10 ტურის მატჩები გაიმართება. ერთი მათგანის გამართვას საფრთხე შეექმნა – საქმე ისაა, რომ ჟოდინოსტორპედო-ბელაზის“ ორ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუნდი ბელორუსის ჩემპიონატში დღეს გიორგი ქანთარიას კლუბს, გროდნოს „ნემანს“ ესტუმრება, ეს სამწუხარო ამბავი კი მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი. ბელარუსული გამოცემა „ტრიბუნას“ ცნობით, კორონავირუსი გუნდის ორ მოთამაშეს, მეკარე ვლადიმერ ბუშმას და ნახევარმცველ მიხაილ აფანასიევს დაუდასტურდათ.

ჟოდინოელთა პრობლემები ამით არ დასრულებულა – გუნდში ეჭვობენ, რომ ვირუსი ძირითადი შემადგენლობის კიდევ ორ ​​მოთამაშეს აქვს – მცველს, მაქსიმ ბორდაჩოვსა და ნახევარმცველი ანდრეი ხაჩატურიანს. „ნემანთან“ შეხვედრას ისინიც გამოტოვებენ. აღსანიშნავია, რომ ბორდაჩოვი ბელარუსის ნაკრების წევრია, ხოლო ხაჩატურიანს ამ ქვეყნის ნაკრებში ადრე უთამაშია.

ჟოდინოს გუნდში წელს ბათუმის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი გაბრიელ რამოსი გადავიდა, რომელიც ბელარუსის ჩემპიონატში აპრილის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ კოროვირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში თითქმის ყველა ტურნირი შეჩერდა. ბელარუსი კი ერთადერთი ქვეყანა იყო ევროპაში, სადაც ჩემპიონატის მატჩები ტარდებოდა.