რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სრულად უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება.

„ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანამოაზრეებს „ქართული ოცნებიდან“, ევროკავშირში გაწევრიანება მათ პოლიტიკასთან შეუსაბამოა. არ შეიძლება, ერთდროულად იყო პროევროპელი და პრორუსი, არ შეიძლება, მხარს უჭერდე ცხოვრების ევროპულ სტილს და ადიდებდე სტალინს ერთდროულად ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მომავალ არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ლუკაშენკოს გზაზე სიარულს, მაშინ ევროკავშირს მოუწევს, იმოქმედოს და გადააფასოს საქართველოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის მიღწევები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ. საქართველოს მთავრობა სრულად უნდა იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც სააკაშვილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ეხება. საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია. ძვირფასო ქართველებო, არავინ შეიძლება იყოს მეტად პასუხისმგებელი საქართველოს მომავალზე, ვიდრე თქვენ თვითონ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხალხი იპოვის გზას უკან დემოკრატიული ევროპული ოჯახისკენ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.